უკვე რამდენიმე კვირაა ირინა შეიკის ფანებს პაპარაცების მიერ დაფიქსირებული მოდელის თვალისმომჭრელი კადრები მოაკლდათ. თუმცა 19 სექტემბერს ცნობილი ლამაზმანი ლონდონში, ჰიტროუს აეროპორტში გამოჩნდა.
როგორც ირკვევა, ირინა შეიკი სამუშაო ვიზიტით საუდის არაბეთში მიფრინავს და მისგან სულ მალე სასიამოვნო სიახლესაც უნდა ველოდოთ.
33 წლის მოდელმა ამჯერადაც კომფორტულ სამოსზე შეაჩერა არჩევანი, რომელთა შორისაც Bottega Veneta-ს ფეხსაცმელმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმახსოვრა. დიზაინი, რომელიც სეზონის ჰიტად იქცა 700 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.