ვარსკვლავური ქორწილები ყოველთვის დიდ ინტერესს აჩენს და მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით აკვირდება პატარძლების კაბებს. ამ მხრივ 2019 წელიც დატვირთული აღმოჩნდა. საინტერესოა რომელი საქორწილო კაბები აღმოჩნდა ყველაზე შთამბეჭდავი და მდიდრული მიმდინარე წლის მანძილზე....
#5 ჰაიდი კლუმი
ჰაიდიმ და ტომ კაულიცმა ცერემონია უზარმაზარ იახტაზე გადაიხადეს, რომელიც თეთრი ყვავილებით იყო მორთული. სუპერმოდელმა ღრმა დეკოლტე ამჯობინა, რომელიც სრულად აჩენდა მის მხრებს. კაბის სახელოები შუასაუკუნეების ესთეტიკას მოგაგონებდათ. დეტალებად გამოყენებული იყო კრისტალები და მარგალიტები. ჰაიდიმ ფეხსაცმელს ფეხშიშველა ყოფნა ამჯობინა.
#4 ქეთრინ შვარცენეგერი
არნოლდ შვარცენეგერის ქალიშვილმა "გალაქსის მცველ" კრის პრატთან ქორწინებისას რამდენიმე კაბა გამოიცვალა. მთავარი მათგანი მაქმანებით და გრძელი შლეიფით გაფორმებული კაბა აღმოჩნდა. მისი ავტორია Armani Prive.
#3 ელი გოლდინგი
ბრიტანელმა მომღერალმა ჯვარი ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გოთიკურ ტაძარში დაიწერა. ელიმ მთლიანად დახურული და მოკრძალებული კაბა არჩია, რომელსაც ყვავილოვანი ნაქარგები ამშვენებდა.
#2 დევონ უინძორი
ამერიკელმა ტოპ-მოდელმა კლასიკური იმიჯის შემდეგ, ძირითადი დღესასწაულისთვის გამჭვირვალე, მაქანებით გაფორმებული კაბა მოირგო.
#1 კრისტინა მურადი
წლის საუკეთესო კაბად კი "კაბების ვირტუოზის", ელი სააბის რძლის კაბა სახელდება. მასზე დიზაინერი 13 თვის მანძილზე მუშაობდა. ცერემონიალის დროს პატარძალმა სამჯერ გამოიცვალა. საკურთხეველთან ხელოვნების შედევრით მივიდა, რომელსაც 12 ადამიანი 450 საათის მანძილზე ქმნიდა. დღესასწაულისთვის სვაროვსკის კრისტალებით მორთული კაბა მოირგო. მესამე სამოსი კი ფორმალური იყო მეორე დღისთვის.