კიმ კარდაშიანი ერთ-ერთია იმ ცნობილ ვარსკვლავებს შორის, რომელთა გამოჩენაც ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას ფურორად იქცევა ხოლმე. 39 წლის ვარსკვლავი 18 დეკემბრის ღამეს ლოს-ანჯელესში, კარაოკე კლუბში The Blind Dragon მიმავალი დააფიქსირეს, სადაც მას მეგობრები ელოდნენ.
ახლაგაზრდა დედიკომ სასიამოვნო საღამოსთვის ნამდვილად ექსტრავაგანტული არჩევანი გააკეთა და Roberto Cavalli-ს ძვირადღირებული კორსეტი მოირგო, რომელიც მთლიანად ნიანგის ტყავით არის დამზადებული.
მისი ღირებულება 60 000$-ს აღწევს თუმცაღა ბუნებრივია ცხოველთა უფლებადამცველებისთვის კიმის ეს ნაბიჯი კრიტიკის საბაბი აუცილებლად გახდება.