ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი, ატლანტაში ყოველწლიური სილამაზის კონკურსი-Miss Universe-გაიმართა, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 90-მდე წარმომადგენელი გააერთიანა.
ფინალურ საღამოზე უკვე გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც წელს სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი - ზოზიბინი ტუნზი გახდა, რომელმაც საზოგადოებას ემოციური ტექსტით მიმართა.
"მე გავიზარდე გარემოში, სადაც ქალბატონები, რომლებიც მე მგვანან, ჩემი კანის ფერითა და ვარცხნილობით, არასდროს ითვლებოდნენ ლამაზებად. ვფიქრობ, ეს ის დროა, როცა ეს ყველაფერი უნდა მორჩეს," - აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ ზოზიბინიმ ფინალურ ტურში პუერტო რიკოს წარმომადგენელი - მედისონ ანდერსონი და მექსიკელი სოფია არაგონი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ წელს კონკურსზე საქართველოს სახელით თაკო ადამია წარსდგა.