ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მოდელი, რომელსაც ხშირად შავი პანტერის სახელითაც მოიხსენიებენ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. ნაომი კემპბელი ამჯერად ლონდონის, Albert Hall-ში გამართულ British Fashion Awards 2019 წლის ცერემონიას დაესწრო.
49 წლის ვარსკვლავმა საღამოსთვის ვერცხლისფერი გამჭვირვალე კაბა მოირგო და კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა გულშემატკივარი. კაბას კი, Asprey-ს ბრილიანტებით გაწყობილი საყურეც შეუხამა.
რა თქმა უნდა, საღამო მოდელს არც Fashion Icon Award-ის გარეშე დაუტოვებია.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე იმყოფებოდა ლიამ პეინიც, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოდელთან ურთიერთობას მიაწერდნენ და ისინი რამენჯერმე ერთადაც დააფიქსირეს. თუმცა 26 წლის მომღერალს ახალი მეგობარი გოგონა - 19 წლის მეია ჰენრი ჰყავს და ღონისძიებაზე სწორედ მასთან ერთად მოუწია ნაომისთან უხერხული შეხვედრა.