რუსი მომღერლის, ალა პუგაჩოვას ბრენდი Ekonika საშობაო კოლექციას წარმოგვიდგენს, რომლის მთავარი გმირიც ქეთი თოფურიაა. არ აქვს მნიშვნელობა 2020 წლის შეხვედრას მყუდრო სახლის ატმოსფეროში აპირებთ თუ ხმაურიან წვეულებაზე, მომღერალი შთაგვაგონებს გამოვიყურებოდეთ შესაფერისად ყველა შემთხვევისთვის...
კოლექციის მთავარი ფერებია ნაცრისფერი და ბორდოსფერი. დეტალებად კი გამოყენებულია მეტალის უჩვეულო მორთულობა. კოლექციაში მრავალფეროვანი ტიპის ფეხსაცმელებს ვხვდებით. მთავარი მოტივი - ბრწყინვალებაა!