DIESEL – ეს არის ტანსაცმლის იტალიური ბრენდი, რომელიც ჩაცმის სრულიად განსხვავებულ და თანამედროვე ტენდენციებს გვთავაზობს. მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ როგორც სპორტული ასევე კლასიკური სამოსი. OK! DIESEL-ის ბრენდ მენეჯერს მაკო ფანჩულიძეს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს ბრენდის შესახებ.
რამდენი ხანია რაც DIESEL-ი ქართულ ბაზარზე გამოჩნდა?
DIESEL-ის პირველი ოფიციალური მაღაზია საქართველოში 2019 წლის გაზაფხულზე გაიხსნა და მდებარეობს თბილისში, ჭავჭავაძის 50 ნომერში.
ძირითადად რა სტილის სამოსია წარმოდგენილი მაღაზიაში?
მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც ყოველდღიური სამოსი, ისე კლასიკური და სპორტული ხაზი. კოლექციების შერჩევისას ვითვალისწინებთ ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესს, გემოვნებასა და საჭიროებებს. თუმცა ვზრუნავთ იმაზეც, რომ არ შეიცვალოს DIESEL-ის დეენემი.
გარდა სამოსისა კიდევ რისი შეძენა შეუძლია მომხმარებლებს DIESEL-ის მაღაზიაში?
გარდა ჯინსის და ტანსაცმლის მრავალფეროვანი არჩევანისა, მაღაზიაში მოსულ მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს ფეხსაცმელი, აქსესუარები, საცვლები და სხვა.
ვინ არიან ბრენდის ძირითადი მომხმარებლები?
ბრენდის ძირითადი მომხმარებლები არიან აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები, რომელთათვისაც სულ ერთი არ არის სიტყვები: მოდა, გემოვნება და ინდივიდუალიზმი.
გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.
მიმდინარე წლის დეკემბერში, სითი მოლში იხსნება DIESEL-ის მეორე მაღაზია. ჩვენს რეგიონში პირველი, რომელიც ბრენდის ახალი დიზაინ სტანდარტის, D4D პრინციპებით მოეწყობა. 2020 წლიდან ბევრი საინტერესო სიახლე იგეგმება და მათ DIESEL-ის მომხმარებელსა და ბრენდით დაინტერესებულ ადამიანებს ეტაპობრივად აუცილებლად შევატყობინებთ.