22 წლის ფრანგმა მოდელმა - ტინა კუნაკიმ კიდევ ერთ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ამჯერად ის ცეცხლოვანი იმიჯით ჟურნალი ELLE-ის უახლესი ნომრისთვის გადაიღეს და ფოტოებს საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ მოდელი ნომრის გარეკანსაც ამშვენებს.
თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში მისი მეუღლის - ვენსან კასელის კომენტარიც ფიქსირდება, რომელმაც მეუღლეს სიყვარული რუსულად აუხსნა. სავარაუდოდ მან ეს ნაბიჯი სწორედ იმ ფაქტიდან გამომდინარე გადადგა, რომ ტინა Elle-ის რუსული გამოცემისთვის პოზირებს.