12 ნოემბერს პრინცი ჰარი და ქეით მიდლტონი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ვიზიტით გამოჩნდნენ. ყველასთვის საყვარელი ცოლ-ქმარი Troubadour White City Theatre-ს ესტუმრა ლონდონში, სადაც საქველმოქმედო ღონისძიება იმართებოდა. საღამოს მიზანი იმ მოხალისეების მიერ შესრულებული საქმის წახალისება გახლდათ, რომლებიც სამეფო ოჯახის მიერ წამოწყებული Shout კამპანიის წევრები გახდნენ.
ღონისძიებისთვის ქეით მიდლტონმა ყველაზე საქმიანი და დახვეწილი იმიჯი შეარჩია. მისმა 630 ფუნტად შეფასებულმა ბლეიზერმა უკვე მიიქცია ლამაზმანების ყურადღება.
ამასთანავე, ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანი აღმოჩნდა, როცა ქეითი შარვლით გამოჩნდა, მან ამჯერად 345 ფუნტის ღირებულების შარვალი შეარჩია, რომელშიც იდეალურად გამოიყურებოდა.