ბოგნერი ტანსაცმლისა და აქსესუარების გერმანული ბრენდია, რომელიც მე-20 საუკუნეში გერმანელმა მოთხილამურემ ვილი ბოგნერმა დააარსა. ბრენდის შექმნის იდეა მას საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე გაუჩნდა - ის თავად ალპინისტი მოთხილამურე იყო და იმ დროისთვის ზამთრის სპორტის სახეობებისთვის ტანსაცმლის დიდი არჩევანი არ არსებობდა. შესაბამისად, ვილი ბოგნერმა გადაწყვიდა შეექმნა ისეთი სამოსი, რომელიც იქნებოდა სპორტსმენებისთვის პრაქტიული და ამავდროულად მოდური და კომფორტული.
FIRE+ICE ბოგნერის ხაზია, რომელიც ვილი ბოგნერმა 1989 წელს, მისი ფილმის დიდი წარმატების შემდეგ შექმნა. ბოგნერის ეს ქვებრენდი გათვლილია ახალგაზრდა, გაბედულ და ექსტრემალურ მოთხილამურეებზე და შედარებით დაბალ საფასო კატეგორიას მიეკუთვნება.
ბოგნერს მსოფლიოს მასშტაბით 19 მაღაზია, 33 ფრანჩიზა და 6,500-ზე მეტი პარტნიორი მაღაზია ყავს, რომელთა შორის ერთ-ერთი ბისფლენდიდ ბუტიკია ახალ გუდაურში.
ბისფლენდიდ ბუტიკი წელს ახალი გუდაურის ცენტრში, New Gudauri Suite-ის შენობაში დეკემბერში გაიხსნება და ცნობილი გერმანული ბრენდის ყველაზე მოდურ, დახვეწილ და ექსკლუზიურ სათხილამურო სამოსსა და აქსესუარებს შემოგთავაზებთ. მაღაზია კვირის შვიდივე დღეს მოემსახურება მომხმარებლებს. სპეციალურად OK!-ის მკითხველისთვის ბისფლენდიდ 2019-2020 წლის კოლექციიდან რამდენიმე ფოტოს გვიზიარებს.
2019-2020 ზამთრის სეზონის ახალ კოლექციას, სხვადასხვა შეთავაზებასა და სიახლეს ბისფლენდიდის მაღაზიის გარდა თვალი შეგიძლიათ მათ სოციალურ არხებზე ადევნოთ:
Facebook: besplendid.gudauri
Instagram: besplendid.gudauri