სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ კეისი მასგრეივი თავად გაუძღვება Amazon-ის საშობაო კამპანიას, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას ყოველწლიურად ქმნის. 31 წლის ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ტრადიციებს არ უღალატებს, თუმცა ამ ყველაფერს საკუთარი გემოვნებით კიდევ უფრო თვალისმომჭრელს გახდის.
ირკვევა ისიც, რომ Amazon-ისთვის კამილა კაბელოსა და ქენდალ ჯენერის გადაღებები მიმდინარეობს, ამ უკანასკნელის რამდენიმე კადრმა კი უკვე მოიცვა სოციალური ქსელები. აღსანიშნავია, რომ ყველასთვის საყვარელ მოდელს ფოტოსესიისთვის ქართველი დიზაინერის - ნათია ხუციშვილის მიერ შექმნილი საყურე ამშვენებს.
თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქენდალ ჯენერმა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამკაული მოირგო, ნათია ხუციშვილისა და ლაკო ბუკიას კოლაბორაციული ბრენდის Natia x Lako - ს საყურეებით ის აქამეც ხშირად გამოჩენილა, თუმცა ის ერთადერთი ნამდვილად არ არის, რომელიც ამ ბრენდზე აკეთებს არჩევანს.
ქართულ დიზაინს ირჩევენ ჯიჯი ჰადიდი, კრისტინა აგილერა, ქენდის სვეინპული და სხვებიც.
აღსანიშნავია, რომ ცნობილმა ვარსკვლავმა ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი სამკაული ამჯერადაც TATA PR Agency-ს დახმარებით მოირგო, რომელიც ქართული პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანასა და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ახალი პერსპექტივების შექმნაში უდიდეს როლს ასრულებს. სწორედ ამავე გუნდის წარმატებული საქმიანობის შედეგია კიდევ ერთი ვარსკვლავის - პერის ჰილტონის გამოჩენა ასევე ქართველი დიზაინერის - გიორგი ქებურიას სათვალით, რომელიც მან Oyster-ის ახალი ნომრის გადაღებისთვის მოირგო.