როგორც ირინა შეიკის პირადი ინსტაგრამ ანგარიშიდან ირკვევა, მოდელმა მორიგ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. Burberry-ს კრეატიულ დირექტორთან - რიკარდო ტიშისთან და მის გუნდთან ერთად 33 წლის სუპერმოდელმა იტალიური Vogue-ისთვის იპოზიორა.
შეგახსენებთ, რომ ირინა და რიკარდო დიდი ხნის მეგობრები არიან და არც ტიშის ორიენტაცია უწყობს ამ მოსაზრებას მხარს, თუმცა ამის მიუხედავად მათმა ურთეერთობამ არაერთხელ გააჩინა ეჭვები.
სინამდვილეში კი, ცხოვრებამ მოდელს რომელიც ბრენდის ყველაზე ცნობილი სახე გახლავთ პროფესიული საქმიანობის დროს უახლოესი მეგობარი აღმოაჩენინა.
ისინი დროს რომ ყოველთვის სასიამოვნოდ ატარებენ უკვე ყველასთვის ცნობილია და გამონაკლისი არც ბოლო ფოტოსესია გახლათ. ირინამ რამდენიმე კადრი გამოაქვეყნა, რომელთა შორის განსაკუთრებულად სახალისო გულშემატკივრებისთვის შემდეგი ფოტო აღმოჩნდა წარწერით "მე და ჩემი ორი ნიკაპი ვცდილობთ კადრის გაფუჭებას".