ანჯელინა ჯოლი ბოლო პერიოში საკმაოდ დაკავებულია, რადგან Maleficent-ს გადაღებების დასრულებისთანავე მან მუშაობა ახალ კინოსურათზე - The Eternals დაიწყო. თუმცა მიუხედავად ამისა, მოახერხა დრო პრესისთვისაც დაეთმო. ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ჟურნალ Harper's Bazaar-ისთვის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და მის გარეკანსაც დაამშვენებს.
44 წლის მსახიობი კამერების წინ თამამად პოზირებს და მისმა შეუდარებელმა კადრებმა სოციალური ქსელები უკვე მოიცვა, თუმცა ჟურნალი დეკემბრის თვეში გამოვა.