Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში მაკა კვიციანმა საკუთარი ბრენდის Dalood-ის ახალი გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა. შოუ სომეხმა მოდელმა არმინე არუთიანმა გახსნა, რომელიც მოდის კვირეულის ფარგლებში საქართველოში იმყოფება. ცოტა ხნის წინ, არმინემ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა - ის "გუჩისთვის" გადაიღეს. გოგონას ძალიან უყვარს საქართველო და ამის შესახებ მუდამ დიდი ენთუზიაზმით აცხადებს.
წითელი ფერით დაწყებული კოლექცია მშვიდმა ტონალობებმა ჩაანაცვლა და საბოლოოდ მუქ, შავ ელფერში გადაიზარდა. მაკა კვიციანმა 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში სამოსს მხოლოდ შავი ბოტფორდები შეუხამა. DALOOD მაღალწელიან შარვლებს, ხალათის ფორმის მოსაცმელებს, გეომეტრიულ პრინტებს და საღამოს კაბებს გვთავაზობს.