წელს, "ფენდი" მოდის სახლის საკულტო ჩანთის Peekaboo-ს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამის აღსანიშნავად, იტალიური ბრენდი ყოველთვიურად სხვადასხვა თაობის ცნობილ დუეტებს წარმოგვიდგენს, აკეთებს რა აქცენტს ადამიანებს შორის უნიკალურ კავშირზე. აქამდე სარეკლამო კამპანია დაამშვენეს კიმ კარდაშიანმა და კრის ჯენერმა, კიარა ფერანიმ და ფადეზმა, ახლა კი კეტრინ ზეტა-ჯონსის და მისი 16 წლის ქალიშვილის, კერი დუგლასის ჯერია.
სიუჟეტის მიხედვით, ისინი რომში მოგზაურობენ, სწავლობენ მის ღირსშესანიშნაობებს, იღებენ ფოტოებს და იცვლიან სამოსს, ჩანთების მიხედვით.
ეს რეკლამა დედა-შვილის პირველი სარეკლამო კამპანიაა.