რამდენიმე საათის წინ, ვერონაში Intimissimi-ს ცნობილი ბრენდის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელმა White Cabaret-ის სახელით უამრავ ცნობილ ადამიანს მოუყარა თავი. მათ შორის იყო 33 წლის სუპერმოდელი - ირინა შეიკიც, რომელმაც ჩვენებისთვის ბრწყინვალე ჩაცმულობა შეარჩია.
ირინა, თავადაც ბრენდის სახე გახლავთ და ხშირად იღებს მონაწილეობას მის ფოტოსესიებში.
შესაბამისად, ადგილზე მის გამოჩენას უამრავი ადამიანი დიდი სიხარულით ელოდა.
როგორც კადრებიდან ჩანს, ჩვენებას ესწრებოდა ყველასთვის საყვარელი მსახიობი - სარა ჯესიკა პარკერი.
არაჩვეულებრივ ტრიოს კი გოგონები კიარა ფერანისთან ერთად ქმნიდნენ, რომელიც ადგილზე მეუღლესთან - ფედესთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც ჩანს, გოგონების შავ ფერებში გადაწყვეტილმა ჩაცმულობებმა ნამდვილი ფურორი მოახდინა, რადგან ვარსკვლავების ფოტოები სოციალურ ქსელებში ფაქტობრივად ვირუსულად ვრცელდება.