24 ოქტომბერს რომში Giambattista Valli-სა და H&M-ის კოლაბორაციის ჩვენება გაიმართა, რომელზეც უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი. კოლექცია, რომელიც გაყიდვაში 7 ნოემბრიდან გაეშვება, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მოდელმა - ქენდალ ჯენერმაც წარადგინა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ქართველი დიზაინერი - ანუკი არეშიძე, რომელიც მომხიბლავი შავი კაბით გამოჩნდა:
მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ კიარა ფერარი და ვერა ბრეჟნევა, რომლებიც ბრენდის ამბასადროებიც არიან.