კესარია აბრამიძე ერთ-ერთია იმ ქართველ მოდელებს შორის, რომლებისთვისაც ეპატაჟური ნაბიჯები ყოველდღიურობის ნაწილია და იდეალური გარეგნობის წყალობით უამრავი გულშემატკივარიც ჰყავს. ლამაზმანი, რომელიც გასულ წელს საქართველოს სახელით "მის ტრანს" ვარსლვლავის სილამაზის კონკურსში წარსდგა, სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ აქტიურია.
ამჯერად კესარიამ მორიგი ფოტოსესიის თამამი კადრები გამოაქვეყნა, რომლებშიც მისი სხეულის იდეალური ფორმებია ხაზგასმული.
აღსანიშნავია, რომ ფოტოსესია Tiflis Inn Boutique-ში გაიმართა და დახვეწილმა კადრებმა, რომლებშიც კესარია ცნობილი ქართველი დიზაინერის - თამთა შინდელიშვილის მაღალყელიანი ჩექმით პოზირებს, უკვე მიიპყრო ათასობით გამომწერის ყურადღება.