38 წლის ბრაზილიელი მოდელი - ადრიანა ლიმა სტილის იდეალური შეგრძნებითა და უბერებელი სილამაზით გამოირჩევა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ასაკის მატებასთან ერთად, გადაწყვიტა ხელოვნური ჩარევისთვის მასაც მიემართა.
მოდელი 20 ოქტომბერს ნიუ-იორკის ქუჩებში მაშინ დააფიქსირეს, როცა ფოტოსტუდიას ტოვებდა.
ადრიანამ ტყავის ქვედაბოლოს კომფორტული ფეხსაცმელი შეუხამა, მაგრამ როგორც Daily Mail-ის გამომწერები აღნიშნავენ, ყურადღებას მაინც მისი სახე იქცევს.
"რა სირცხვილია, რომ მანაც მიმართა ე.წ. ფილერებს,", "მისი ლოყები ფილერებამდე უკეთესად გამოიყურებოდა," - ეს მცირე ჩამონათვალია იმ უკმაყოფილო კომენტარების, რომლებიც მომხიბლავმა ქალბატონმა დაიმსახურა.