„დარიალი“ - სწორედ ასე ჰქვია ახალ მულტიფუნქციურ სივრცეს, რომელიც ორ წლიანი მუშაობის შემდეგ, 8 ოქტომბერს ბარსელონაში, ულამაზესი casa tomas roger-ის შენობაში გაიხსნა და მისი სახელის უკან ქართველიების გუნდი დგას. მაკა ასათიანი და ჯაბა დიასამიძე ის ადამიანები არიან, რომლებმაც საკუთარ იდეას ხორცი შეასხეს და საზოგადოებას საინტერესო კონცეფციის სივრცე წარუდგინეს. სივრცე, რომელსაც გარდა ტანსაცმლის, ნივთების და წიგნების გაყიდვისა გალერეისა და რესტორნის ფუნქციაც აქვს.
„დარიალის“ მთავარი მიზანი და შემოქმედებითი ადამინების კავშირი და მათი კოლაბორაციაა. პროექტის კრეატიული კურატორი დიზაინერი ჯაბა დიასამიძეა და იგი სათავეში ჩაუდგება გამართულ გამოფენებს, სახელოსნოს, რომელიც სწორედ ამ სივრეში იმუშავებს და ქალისა და მამაკაცის კაპსულურ კოლექციებს.
ინტერიერის დიზაინზე კი მაკა ასათიანმა და ჯაბა დიასამიძემ ერთობლივად იმუშავეს. სპეციალურად დარიალისთვის შედგა კოლაბორაცია ჟურნალ “აპარტამენტოსა” და გელა წულაძეს შორის. „დარიალის“ სივრცის მთავარი ნაწილი კი ქართული ანბანით ინსპირირებული კონცეპტუალური ხელოვნებს ნიმუში გახდა.
„დარიალის“ მაღაზიაში ისეთი დიზაინერების სამოსი გაიყიდება როგორებიც არიან: YOHJI YAMAMOTO, LINDA FARROW, MAISON MARGIELA, CULT GAIA, HAIDER ACKERMANN, DRIES VAN NOTEN, PIERRE HARDY.
„დარიალში“ ასევე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების სამოსიც, მათ შორის: ჯაბა დიასამიძე, ჩუბიკა და თათანაკა.