უნგრელი სუპერმოდელი, რომელიც უკანასკნელ 1 წელიწადში მოდის ინდუსტრიას აქტიურად დაუბრუნდა და "ვიქტორია სეკრეტის" ანგელოზის წოდებაც დაიმსახურა, 26 წლის გახდა. მან კარიერა 2009 წელს დაიწყო, თუმცა პირველ, სერიოზულ წარმატებას 2010 წელს, "პრადას" შოუზე დებიუტისას მიაღწია. ამის შემდეგ, ყველა ცნობილი ბრენდისთვის იმუშავა. ბარბარა განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა - ელეგანტური კაბებიდან ანდროგენულ სტილამდე. ხშირად აღტაცებას იწვევს მისი არჩევანი წითელ ხალიჩაზე: