ქორწილის წინ დაძაბულობას ან უბრალოდ სტრესის შემდგომ პერიოდს ნამდვილად მოუხდება საქორწილო კომედია, რომელიც სიმშვიდეს მოგგვრით. რელაქსაციის გარდა, ინსპირაციასაც მიიღებთ.
#1 ქორწილების ორგანიზატორი, 2001
მთავარ როლებში: ჯენიფერ ლოპესი და მეთიუ მაკკონაჰი
რეჟისორი: ადამ შენკმანი
ფილმი ეხება პროფესიონალ ქორწილების ორგანიზატორს, რომელიც კალიფორნიაში ძალიან ცნობილია. მაგრამ, შეძლებს კი გაუწიოს ორგანიზება საყვარელი მამაკაცის ქორწილს?
#2 პატარძლების ომი, 2009
მთავარ როლებში: ქეით ჰადსონი და ენ ჰეთეუეი
რეჟისორი: ჰარი ვინიკი
ეს ფილმი ორ ბავშვობის მეგობარს ეხება, რომლებიც ცხოვრების ერთ პერიოდში თხოვდებიან და ქორწილის დღის დანიშვნა სასურველ ადგილას ერთსა და იმავე დღეს უწევთ. იმის გამო, რომ არცერთი თმობს და ერთმანეთის ქორწილებზე დასწრება შეუძლებელი ხდება, მათ შორის დაძაბულობა მატულობს.
#3 პატარძლის მამა, 1991
მთავარ როლებში: სტივ მარტინი და დაიან კიტონი
რეჟისორი: ჩარლზ შაიერი
ემოციური ფილმი მამაზე, რომლისთვისაც ქალიშვილი ჯერ კიდევ პატარა გოგონაა.
#4 საქმრო ქირით, 2005
მთავარ როლებში: დებრა მესინგი და დერმონტ მალრუნი
რეჟისორი: კლერ კილნერი
მთავარ გმირს დის ქორწილში უწევს წასვლა, სადაც იცის, რომ ყოფილ შეყვარებულს შეხვდება. ის გადაწყვეტს რომ გამოიყურებოდეს მიმზიდველად და ჰყავდეს საქმრო.
#5 მაპატიე, მაგრამ მინდა ცოლად მოგიყვანო, 2010
მთავარ როლებში: რაულ ბოვა და მიქელა კვატროჩოკე
რეჟისორი: ფედერიკო მოჩია
ეს ძალიან სერიოზული და ფილოსოფიური ფილმია, თუმცა მსუბუქად ყურებადი. იტალიელების განუმეორებელი ემოციურობა სურათს სიცოცხლეს მატებს.
#6 მეჯვარეები, 2011
მთავარ როლებში: კრისტენ უიგი, მაია რუდოლფი, როუზ ბირნი
რეჟისორი: პოლ ფიგი
ამ ფილმმა ნომინაცია მიიღო "ოქროს გლობუსზე" როგორც საუკეთესო კომედიამ. მასში ზუსტადაა დანახული ქორწილისთვის მზადება პატარძლის და მეგობრების გადმოსახედიდან. ფილმი ეხება ქალურ მეგობრობას და გაგებას და გაჯერებულია იუმორითაც.
#7 ხაფანგი პატარძლისთვის, 2011
მთავარ როლებში: ელის ივი, დევის ტენანტი, კელი მაკდონალდი
რეჟისორი: შერი ფოქსონი
ბრიტანული რომანტიკული კომედია მოგვითხრობს ვარსკვლავი პატარძლის შესახებ, რომელსაც სადმე პროვინციაში მშვიდი ქორწილი სურს, პაპარაცებმა რომ ვერ მიაგნონ. მაგრამ ამისთვის გარკვეული ქმედებების განხორციელება უწევს. შოტლანდიის ხედები სურათს გაცილებით სასიამოვნოს ხდის.
#8 თითქმის დაქორწინებულები, 2012
მთავარ როლებში: ჯეისონ სიგელი და ემილი ბლანტი
რეჟისორი: ნიკოლას სტოლერი
ფილმის გმირებს ქორწილის პერიოდი გაეწელათ, ჯერ ორი წლით, შემდეგ კიდევ მეტით. განსაკუთრებით დააინტერესებთ მათ, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს. ის გვასწავლის მოთმენას და ურთიერთგაგებას.