დაკოტა ჯონსონის ბიოგრაფია მჭიდროდაა დაკავშირებული ჰოლივუდთან. გოგონა, რომელიც 1989 წელს ტეხასში დაიბადა, ოჯახში მესამე თაობის მსახიობი გახდა. მისი ბებია ტიპი ჰედრენი - ალფრედ ჰიჩკოკის ერთ-ერთი საყვარელი მუზა იყო. დაკოტას მშობლები ცნობილი მსახიობები მელანი გრიფიტი და დონ ჯონსონი არიან. მშობლების განქორწინების შემდეგ, მასზე დიდი გავლენა იქონია მამობილმა, ანტონიო ბანდერასმა. დაკოტამ პრესტიჟული განათლება მიიღ და ადრეული წლებიდან იყო გატაცებული ქორეოგრაფიით. მისი სამოდელო დებიუტი 12 წლის ასაკში შედგა, 2006 წელს კი IMG Models-თან კონტრაქტი გააფორმა. სამსახიობო კარიერა 1999 წელს დაიწყო, მაგრამ მსოფლიო პოპულარობა მოიხვეჭა მაშინ, როცა "გრეის 50 ელფერში" გამოჩნდა. ამჯერად კრის მარტინის შეყვარებული 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. გავიხსენოთ მისი საუკეთესო ჩაცმულობა წითელ ხალიჩაზე.