2 ოქტომბერს ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ოფიციალური ვიზიტით ლონდონში მდებარე Aga Kahn Centre-ში გამოჩნდნენ, სადაც მუსლიმთა სულიერ ლიდერს შეხვდნენ, რომლის სახელსაც თავად ორგანიზაცია ატარებს.
დღისთვის ქეით მიდლტონმა მოკრძალებული კაბა შეარჩია, რომელიც ARoss Girl x Soler “Amanda-ს" ბრენდის გახლავთ და 1390 დოლარადაა შეფასებული.
37 წლის ჰერცოგინიამ გადაწყვიტა ძვირფასი სამოსისთვის უჩვეულო სამკაული შეერჩია, რაც მის ღირებულებაში მდგომარეობდა. Zeen-ის საყურე, რომელიც მას ამშვენებდა სულ რაღაც რვა დოლარი ღირს.