მარიამ ბექაურისა და ანი ტატინაშვილის მიერ შექმნილი ბრენდი,
რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის აბრეშუმის საღამურებს
(ანი): მე და მარიამი ამჟამად სტუდენტები ვართ, ვსწავლობთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ორივეს გვაინტერესებდა მოდის სფერო, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა რაიმე ახალი, რომელიც მოგვანიჭებდა სიამოვნებას და ამასთანავე, ხელს არ შეგვიშლიდა სწავლაში.
(მარიამი): ჩვენი მეგობრობა ახლა უკვე თანამშრომლობაში გადაიზარდა. გვაქვს უამრავი სამომავლო გეგმა, რომლის განხორციელებასაც ერთად ვაპირებთ.
რატომ გაგიჩნდათ იდეა, შეგექმნათ ახალი ბრენდი, სახელად „ელიმი“?
(ანი): ვფიქრობდით შეგვექმნა რაიმე ახალი და განსხვავებული სასიამოვნო ქსოვილისგან. არჩევანი შევაჩერეთ აბრეშუმის ქსოვილზე და ერთობლივად გადავწყვიტეთ შეგვექმნა აბრეშუმის ულამაზესი ღამის სამოსი.
რატომ „ელიმი“? ეს უბრალოდ სახელწოდებაა თუ რაიმე დატვირთვა აქვს?
(მარიამი): არანაირი დატვირთვა არ აქვს. ეს არის ასოებისგან შემდგარი ლამაზი სახელი, რომელიც ორივეს მოგვეწონა და ვფიქრობთ, რომ ძალიან უხდება ჩვენს ბრენდს.
გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინი „ელიმმა“?
(მარიამი): გაამართლა. ნამდვილად არ გვეგონა, ასეთი გამოხმაურება თუ მოყვებოდა, ვინაიდან დამწყებები ვართ, თუმცა უამრავი ადამიანი დაინტერესდა ჩვენი ბრენდით, რაც ძალიან გვახარებს.
რომელ ფერებს გამოარჩევდით თქვენს ნამუშევრებში?
(ანი): უპირატესობას ვანიჭებთ ნათელ ფერებს. ძირითადად, ჩვენს სამოსში ჭარბობს თეთრი ფერი, რაც მეტ ელეგანტურობას სძენს ქალბატონებს.
სად შეუძლია მომხმარებელს „ელიმის“ სამოსის შეძენა?
(მარიამი): მომხმარებელს სამოსის შეძენა შეუძლია ი.აბაშიძის 14 ნომერში, ან ონლაინ – facebook და instagram-გვერდებიდან.
რას გეგმავთ სამომავლოდ? აპირებთ თუ არა რაიმე ახლის დამატებას?
(ანი): რა თქმა უნდა, ვაპირებთ შევთავაზოთ მომხმარებელს საინტერესო და მაღალი ხარისხის პროდუქცია. ასევე ვგეგმავთ უახლოეს მომავალში გავხსნათ ახალი ფილიალი.