ტინა კუნაკი პარიზის მოდის კვირეულის ხშირი სტუმარია და ამჯერად მორიგ ჩვენებაზე გამოჩენით დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი. 22 წლის მოდელი Stella McCartney-ს უახლესი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებას დაესწრო.
წითელი კაბა, რომელიც გოგონამ ექსტრავაგანტულ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს შეუხამა, თავად ბრენდის უახლესი კოლექციიდან გახლავთ და ის ჯერჯერობით გაყიდვაშიც არ არის.
სოციალურ ქსელებში უამრავი ფოტო გავრცელდა საღამოდან თუმცა ერთ-ერთმა ვიდეომ ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო, საქმე იმაშია, რომ ჩვენებას ასევე ესწრებოდა ცნობილი ესპანელი მოდელი - ჯონ კორტახარენა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მამაკაცად ითვლება მოდის ინდუსტრიაში. მოდელებმა ერთად იპოზიორეს: