რა არის თქვენი ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიშანი?
„თამრა“ არ არის მხოლოდ ტანსაცმლის ბრენდი. ეს არის შემოქმედი ადამიანების გაერთიანება, რომლებიც საქმიანობენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. მუსიკოსები, ვიზუალური არტისტები, სკეიტერები და მრავალი სხვა ნიჭიერი ადამიანი – ყველა მათგანი გაერთიანებულია „თამრაში“.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ტანსაცმელი ყოველთვის გარკვეული ისტორიის ნაწილია და ამიტომ მუდამ ვცდილობთ მოვყვეთ ისტორია, რომელიც ტანსაცმელს შინაარსს სძენს. ჩვენი ახალი ქვე-ბრენდი „თამრა სკეიტბორდსია“, რომელიც არა მარტო ქმნის სკეიტბორდსებს და street wear-ტანსაცმელს, არამედ მუდმივ ინტერაქციაშია ახალ თაობასთან და ძალიან აფასებს მათ ჩართულობას.
რა არის თქვენი ინსპირაცია?
ინსპირაცია შესაძლოა იყოს ყველაფერი. არასდროს იცი, საიდან გაჩნდება ახალი იდეა და რაც მთავარია, არ ხარ დარწმუნებული, რომ საერთოდ გაჩნდება.
როგორ ხედავთ საქართველოში მოდის სფეროს წლების შემდეგ?
მე მგონია, რომ მოდის სფეროში მრავალფეროვნება, და რაც მთავარია, ამ მრავალფეროვნების მოთხოვნა გაჩნდა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ მოდა ვითარდება.
დიზაინერი: თამუნა ქარუმიძე
ბრენდი: TAMRA