რა არის თქვენი ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიშანი?
ალბათ ის, რომ ბევრ რამეს მოიცავს ერთად. თითო კოლექციას ზოგჯერ ბევრი სხვადასხვა ინსპირაცია აქვს და მრავალი ფერის კომბინაციაც გვხვდება.
რა არის თქვენი ინსპირაცია?
არასოდეს არ მაქვს ერთი რამ, რის გარშემოც ვტრიალებ. ყოველთვის ვიწყებ ერთით და ყოველდღიურობიდან და გარემოდან გამომდინარე, შესაძლოა საერთოდ სხვა რაღაცით დავამთავრო. ყოველთვის ისეთი რაღაცების ნაზავია, რომელთაც ერთმანეთთან თითქოს კავშირი არ აქვთ, მაგრამ ერთად გარკვეულ განწყობას ქმნიან.
როგორ ხედავთ საქართველოში მოდის სფეროს წლების შემდეგ?
ჯერჯერობით, რასაც ვხედავ, არის ის, რაც დღესაა ქართული მოდა და რაც იყო ადრე. MERCEDES BENZ FASHION WEEK-ის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანმა ბაიერებმა და პრესის წარმომადგენლებმა მიაქციეს ქართულ მოდას ყურადღება. პროგრესი უზომოდ დიდია და აქედან გამომდინარე, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
დიზაინერი: ლადო ბოკუჩავა
ბრენდი: LADO BOKUCHAVA