რა არის თქვენი ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიშანი?
ჩემი ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიშანი კონსტრუქცია, თარგი და სხვადასხვა სწორხაზოვანი ჭრაა, რომელიც სამოსს საინტერესოსა და დახვეწილს ხდის. ის, რომ სამოსს იოლად ცნობენ და მარტივად არის შესაძლებელი მიხვდე, თუ რომელი ბრენდია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიშა, რომელსაც ბრენდი ატარებს, ცნობილია და მასზე მოთხოვნაა.
რა არის თქვენი ინსპირაცია?
რაც შეეხება ინსპირაციას, ეს ხშირად ყოველდღიურობაა, თუმცა მქონია პირდაპირი მნიშვნელობით მუხტი, რომელიც კოლექციის ძიებასა და სრულყოფაში დამხმარებია. მაგალითად, მუსიკა, ფილმები, ნახატები...
როგორ ხედავთ საქართველოში მოდის სფეროს წლების შემდეგ?
საქართველოში მოდის სფერო ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, რაც უზომოდ დიდი, დაუღალავი შრომის შედეგია როგორც დიზაინერების, ასევე მოდის კვირეულის დამფუძნებლისა და ორგანიზატორების მხრიდან.
თუ გავითვალისწინებთ ყველაფერს, რაც ახლა ხდება საქართველოში მოდის მიმართულებით, თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ წლების შემდეგ მოთხოვნა ქართულ ბრენდზე ბევრად გაიზრდება. ამის დიდი პოტენციალი საქართველოს ნამდვილად აქვს. ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო ბრენდია, რომლებზეც დღეს დიდი მოთხოვნაა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.
დიზაინერი: ალექსანდრე ახალკაციშვილი
ბრენდი: Aleksandre Akhalkatsishvili