რა არის თქვენი ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიშანი?
ჩვენ ვქმნით ტანსაცმელს ხასიათისთვის და არა სხეულისთვის. ასევე, ერთგული მომხმარებლებისთვის, რომლებთანაც მუდმივად გვაქვს მჭიდრო კონტაქტი და ვიცით, რომ ისინი იძენენ ჩვენს ტანსაცმელს, დიდი ხნით გეგმავენ მის მოხმარებას და არაერთი კონკრეტული შემთხვევისთვის. არასოდეს მივყვებით ტენდენციებს და ვცდილობთ შევქმნათ ყოველთვის განსხვავებული და საინტერესო.
რა არის თქვენი ინსპირაცია?
ჩემი ინსპირაცია ყოველდღიურობაა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ. გეოგრაფია განსაზღვრავს ყველაფერს.
როგორ ხედავთ საქართველოში მოდის სფეროს წლების შემდეგ?
ჩემს ბავშვობაში მოდა გართობა იყო, ახლა ბიზნესია.
დიზაინერი: ირაკლი რუსაძე
ბრენდი: SITUATIONIST