The Business OF Fashion-მა 2019 წლის იმ 500 ადამიანის სია გამოაქვეყნა, რომელსაც მოდის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. 2016 წელს ამ სიაში ძმები დემნა და გურამ გვასალიები მოხვდნენ. ამჯერად მნიშნელოვანი ადამიანების სიას Mercedes Benz-ის მოდის კვირეულის კრეატიული დირექტორი და ორგანიზატორი, OK! Magazine Georgia-ს Fashion Book-ის მოწვეული რედაქტორი სოფო ჭყონია დაემატა. #BOF500-ში ასევე Bottega Veneta-ს კრეატიული დირექტორი Daniel Lee, მსახიობი Zendaya, რეპერი ტრევის სკოტი და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლიც მოხვდნენ.