2019 წლის დასაწყისში კლუნების ცნობილი ოჯახი საკმაოდ რთული პრობლემების წინაშე იდგა და გარკვეული პერიოდი ერთმანეთისგან მოშორებითაც გაატარა. თუმცა როგორც ჩანს შეძლეს ყველაფრის განეიტრალება და გულშემატკივრებს კვლავ ეძლევათ საშუალება მოსიყვარულე ცოლ-ქმრის უახლესი კადრებით დატკბნენ.
ამალ კლუნი, რომელიც ცნობილი ადვოკატი და ადამიანის უფლებათა დამცველია, როგორც წესი, მოკრძალებული და პროფესიისთვის შესაფერისი ჩაცმულობით ჩნდება საზოგადოებაში, თუმცა 41 წლის ქალბატონმა ამჯერად ნიუ-იორკში არჩევანი მოკლე შორტსა და მაღალყელიან ჩექმაზე შეაჩერა.
ბუნებრივია მისი სხეულის იდეალური ფორმები გულშემატკივარს ყურადღების მიღმა არ დარჩენია.