მანამ სანამ მთელი მსოფლიო მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის პირველ ოფიციალურ ვიზიტს განიხილავს შვილის თანხლებით, არც კემბრიჯელი დიდებულები კარგავენ დროს და 25 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით გამოჩნდნენ. ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ლივერპულთან მდებარე ბირკენჰედს ესტუმრნენ.
დღისთვის ქეით მიდლტონმა საყვარელი ბრენდის - Alexander McQueen-ის კაბა შეარჩია, რომელიც 3875 დოლარადაა შეფასებული.
ჰერცოგინიის ჩაცმულობამ ამჯერადაც იმიტომ მიიქცია ყურადღება, რომ მან ერთსა და იმავე სამოსს უკვე მეოთხედ მიმართა. ამავე კაბით, ქეით მიდლტონი პირველად 2014 წელს, ახალ ზელანდიაში გამოჩნდა.
მას შემდეგ, შემთხვევა კიდევ ორჯერ გამეორდა:
2014 წ. საფრანგეთი
2016 წ. ლონდონი
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქეით მიდლტონის მოკრძალებულობა და შეიძლება ითქვას, ხელმომჭირნეობა მისი მომავალი სტატუსიდან გამომდინარეობს, როგორც ჩანს, ის უკვე აცნობიერებს საკუთარ ვალს ხალხის წინაშე და მიზანმიმართულად ხარჯავს ფინანსებს.