ქეით მიდლტონის გემოვნებასა და მოდურ არჩევანზე შესაძლოა დედას დიდი გავლენა ჰქონდეს. განვიხილოთ იმ ქალის გარდერობი, რომელიც მომავალ ჰერცოგინიას ზრდიდა.
ქეით მიდლტონის საუკეთესო მხარდაჭერი სწორედ მისი დედაა. ქეროლი სამეფო ოჯახს მუდამ საჭირო დროს სტუმრობს და ქალიშვილს რთულ პერიოდებში ეხმარება. ის უბრალო ოჯახში გაიზარდა, ქმართან ერთად ბიზნესი შექმნა და შვილებს პრესტიჟული განათლება მისცა.
მისი განსაკუთრებული ნიჭია გამოიყურებოდეს სათანადოდ ყველგან და ყოველთვის. საკუთარ თავზე კოლოსალურმა მუშაობამ თავისი შედეგი გამოიღო: მის ფორმებს ეთაყვანებოდა კარლ ლაგერფელდი, ცნობილი თავისი სიმკაცრით. ამას გარდა, "შანელში" განსაკუთრებით აღნიშნავენ ქეროლის ელეგანტურ იმიჯს.
ქალიშვილების, ქეითის და პიპას ქორწილებში:
ღონისძიებებზე, სადაც პროტოკოლის დაცვაა საჭირო, ქეროლი ისევ და ისევ იდეალურად შერჩეულ იმიჯს ირჩევს. შვილიშვილების ნათლობაზე მან სამეფო ეტიკეტი სრული წესების დაცვით წარმოადგინა. შეუცვლელი აქსესუარი ქუდია მიმზიდველი დეკორით.
ჯორჯის და ლუის ნათლობები:
სამეფო ღონისძიებებზე:
ყოველდღიური სამოსი:
ქეროლს ყოველდღიურ რუტინაშიც აქტიურად ვხედავთ.
ჟურნალისტებმა 2018 წელს შენიშნეს უცნაური ტრადიცია: დედა-შვილი ხანდახან ერთნაირ სამოსში ჩნდება.