საშემოდგომო კოლექციით, რომელიც მიღებულია პლასტმასის ბოთლებისა და გარემოზე ნაკლები ზეგავლენის მქონე მასალების გადამუშავებით, H&M-ი ხაზს უსვამს თავის მისწრაფებას, რომ 2030 წლისათვის მხოლოდ მდგრადი მასალები გამოიყენოს.
კოლექცია აერთიანებს რბილი ქსოვილის კუბოკრულ ტანსაცმელს, ცხოველის პრინტიან კაბებსა და დიდი ზომის კაპიუშონიან ზედებს. ნატურალური თბილი ფერები, შავი და მოწითალო-მონარინჯისფრო ტონები კოლექციას კიდევ უფრო მეტ დახვეწილობას ჰმატებს. 2019 წლის საშემოდგომო კოლექცია 19 სექტემბრიდან უკვე თბილისის H&M-ის მაღაზიებშია!
საშემოდგომო კოლექციის ძირითადი ქსოვილი გადამუშავებული პოლიესტერია, რომლისგანაც შექმნილია კაბები, პერანგები, ნაქსოვი სამოსი, ქურთუკები და კოსტიუმები. უმეტესად მიღებულია პლასტმასის ბოთლების გადამუშავების შედეგად. ამასთანავე, საშემოდგომო ზედები დამზადებულია ორგანული ბამბისაგან და TENCEL™ ლაიოსელისაგან.
„კოლექცია აერთიანებს დახვეწილ კლასიკურ მოდელებსა და კომფორტულ სამოსს, რომელიც თავს ნებისმიერ სიტუაციაში მოდურად გაგრძნობინებს. შესძინე გარდერობს ახალი ელფერი საშემოდგომო ტრენდებით, რომლებიც ეკომეგობრული სქოვილისგანაა შექმნილი," - გვეუბნება მარია ოსთბლომი, H&M-ის ქალების ტანსაცმლის დიზაინის ხელმძღვანელი.
მომდგარ კაბებთან და კუბოკრულ შარვალ-კოსტიუმთან ერთად, კოლექციაში წარმოდგენილია გრძელი კაპიუშონიანი ზედები, რომლებიც შესაძლებელია მოირგო როგორც კაბა და კუბოკრული პერანგი, რომელიც შეგიძლია შეუხამო ნებისმიერი სტილის ზედასა და ვიწრო შარვალს. ასევე, გვხვდება ყელიანი მოკლე ნაქსოვი სვიტერები და ფართო ქურთუკები. პატარ-პატარა მოდური დეტალები კი განსაკუთრებულ ელფერს აძლევენ კოლექციას.
“ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი გავლენა გამოვიყენოთ ცირკულარული და განახლებადი მოდის შესაქმნელად. 2019 წლის საშემოდგომო კოლექცია თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ განვითარდა ტექნოლოგია და ინოვაციების მეშვეობით მოხდა ჩვეულებრივი სქოვილის გადამუშავებული მატერიით ჩანაცვლება,” - განაცხადა პასკალ ბრუნმა, H&M-ის მდგრადი განვითარების მიმართულების მენეჯერმა.