ისტორიამ ბევრი მაგალითი იცის, როცა მილიარდელები მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევიან: მდიდრული ავტომობილების ნაცვლად ველოსიპედით დადიან, კოსტიუმების ნაცვლად კი ჩვეულებრივი მაისური და შარვალი აცვიათ. გადავამოწმოთ ყველაზე მდიდარი ქალბატონების გარდერობიც:
ელის უოლტონი
ცნობილი ამერიკული მაღაზიათა ქსელის Wal-Mart-ის დამაარსებლის ერთადერთი ქალიშვილი. ელისმა განათლება ფინანსების და ეკონომიკის სფეროში მიიღო და კარიერა მამის კომპანიაში დაიწყო. დღეს 68 წლის ანალიტიკოსის ქონება 46 მილიარდ დოლარად ფასდება. ცნობილია, რომ ელისი ბევრს იღებს ხელოვნებისთვის და თავადაც კი გახსნა ამერიკული ხელოვნების მუზეუმი არკანზასში. მილიარდელს არც მოდა ავიწყდება. სხვადასხვა ღონისძიებაზე საუკეთესო ქსოვილებით შეკერილ კაბებს იცმევს. მისი შეუცვლელი აქსესუარია დიდი მრგვალი სათვალეები.
ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსი
ფრანსუაზა 64 წლისაა და კომპანია L'Oréal-ის აქციების 33%-ს ფლობს. ყველასთვის ცნობილი კოსმეტიკური კომპანია მისმა ბაბუამ ჯერ კიდევ 1909 წელს დაარსა. ვერ ვიტყვით, რომ „ლორეალის“ მდიდარი მემკვიდრე ცდილობს გამოეყოს მასას ნათელი სამოსით. პირიქით, ხშირად ირჩევს თავდაჭერილ კოსტიუმებს და ჩვეულებრივ ჟაკეტებს. მისი საყვარელი აქსესუარი კაშნეა, რომელსაც ყველგან ატარებს. ფრანსუაზას ასევე ოვალური ფორმის სათვალეები უყვარს.
ლორენ პაეულ ჯობსი
54 წლის ლორენი ცნობილი იყო როგორც სტივ ჯობსის ქვრივი. მაგრამ ახლა ის აქტიურ საქმიანობას ეწევა და Disney-ს აქციების ერთ-ერთი მსხვილი მფლობელია. ლორენის ქონება 20 მილიარდ დოლარს უტოლდება, რითიც ის ტექნოლოგიურ ინსუდტრიაში ყველაზე მდიდარი ქალია. მან რამდენიმე არაკომერციული პროექტიც დაარსა. უამრავი მიღწევის ფონზე ლორენს სტილის შეგრძნებაც აქვს. თავის იმიჯში ვერ იტანს ზედმეტ დეტალებს, ირჩევს მხოლოდ ლაკონურ სამოსს. თუ კაბაა, მან სხეული უნდა გამოკვეთოს, თუ სპორტულია, მაშინ უბრალო უნდა იყოს.
ფრიდა შპრინგერი
ერთ-ერთი ცნობილი მედიარესურსის გამომცემლის, 76 წლის ფრიდას ქონება 5.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მის სტილს პირველი ლედის სტილსაც შევადარებთ: მკაცრი, ელეგანტური და ქალური. მას უყვარს ერთი ფერის კოსტიუმები, ქვედაბოლოები, შარვლები და არც ნათელი ფერების ეშინია. საღამოს წვეულებებზე მედიამაგნატი გრძელ კაბებს იცმევს. მოდური და არაფერი ზედმეტი - აი რა სჭირდება საქმიან ქალს.
მარენ ოტო
მარენი ვერნერ ოტოს მესამე მეუღლე, რომელმაც გერმანიაში საფოსტო კომპანია ჯერ კიდევ 1949 წელს დაარსა. დღეს მარენი ქმრის იმპერიის მემკვიდრეა, რამაც მას 3.8 მილიარდი დოლარი მოუტანა. მას უყვარს ღონიძიებებზე გამოჩენა და აუცილებლად ელეგანტურ კაბებს და შეკრულ თმას ანიჭებს უპირატესობას. მარენს ხიბლავს როგორც მდიდრული მოდელები, ასევე ავანგარდული ნაკერები.
მიუსია პრადა
69 წლის მიუსია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალია, ამას ადასტურებს ბრენდი „პრადა“. მისი ფინანსური მდგომარეობა 3.2 მილიარდი დოლარია. დიზაინერები ხშირად მოკრძალებით და უბრალოდ იცმევენ, მაგრამ მიუსია გამონაკლისია: ის უპირატესობას არაორდინალურ და ნათელ სამოსს ანიჭებს, რომლებსაც თავად იგონებს. პრადას არც ექსპერიმენტების ეშინია.