ბევრი მიზეზი არსებობს თუ რატომ ითვლება ნიუ-იორკი მსოფლიოს მოდის ღირსშესანიშნავ ქალაქად. სწორედ ამ მეგაპოლისში დაიწყო მოდის კვირეულის ისტორია. "ამერიკულმა თავისუფლებამ" ინდუსტრიის ყველა პროფესიონალი შემოიკრიბა. აქ თვითგამოხატვა ყველაზე მკაფიოდ დაფასდა. არაა გასაკვირი, რომ ამ ქალაქში დასამახსოვრებელი მოდური ფილმები გადაიღეს.
#1 "საუზმე ტიფანისთან" 1961
ოდრი ჰეპბერნის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი ეკრანზე. ეს კლასიკური რომანტიკული კომედია ნამდვილი ნიუ-იორკული მომენტით იწყება: ყვითელი ტაქსი მე-5 ავენიუზე Tiffany & Co.-ს წინ აჩერებს. ჰოლის შავი ჟივანშის კაბა აცვია. პირველივე წუთიდან ხდება ცნობილი, რომ მოდა სურათის განუყოფელი ნაწილი გახდება.
#2 "ენი ჰოლი" 1977
ვუდი ალენის ამ ფილმში დაიან კიტონი შესანიშნავ ენი ჰოლს ანსახიერებს. ნიუ-იორკი, გულუბრყვილო სიყვარული, ქალების ეპოქა, რომლიც მასკულინურ მოდაში იჭრება. ენის სამოსმა და სტილმა 70-იანების მოდაზე დიდი გავლენა იქონია. ის პოპულარაზაციას უწევდა დიდი ზომის პიჯაკებს, თავისუფალ შარვლებს და მამაკაცის პერანგებს.
#3 "ტენენბაუმების ოჯახი", 2001
უეს ანდერსონის ეს ფილმი საოცარ ოჯახზე მოგვითხრობს, რომლებსაც გარკვეული მიზეზით ერთად შეკრება უწევთ. ეს ფილმი ანდერსონის ფილმოგრაფიაში განსაკუთრებული სტილით ხასიათდება. ოჯახი "ეკონომიურ გლამურს" ამკვიდრებს. ყველა პერსონაჟის იმიჯი - ეს განაცხადია. აქ ყველა თამამი ფანტაზია აისახება.
#4 "ეშმაკი ატარებს პრადას", 2006
მერილ სტრილი ცნობილი ამერიკული მოდის ჟურნალის უფროსის როლში გვევლინება. მხატვრულ კინემატოგრაფიაში ეს ფილმი მოდის გარშემო სრულფასოვანი გიდის როლს ასრულებს. ის სავსეა სარკაზმით, ბრენდებით, ტენდეციებით და სპეციფიკური მონოლოგებით.
#5 "სექსი დიდ ქალაქში", 2008
მოდური სერიალი დიდ ეკრანზე 1998 წელს გამოვიდა, 10 წლის შემდეგ კი სრულმეტრაჟიანი ფილმიც ვიხილეთ. მოდური გოგონები მანჰეტენიდან - სტილის შეგრძნებით შთაგვაგონებენ. თითოეულ მათგანს საკუთარი ნიშა და როლი აქვს, რათა პოზიტიური განწყობა გადმოგვდონ და საკუთარი თავი შეგვაყვარონ.