მიუხედავად იმისა, რომ ქენდალ ჯენერმა უარი თქვა ნიუ-იორკის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე, ამჯერად დასთანხმდა რომ ყოფილიყო ინდუსტრიის მორიგი მოვლენის მთავარი ვარსკვლავი. ახალგაზრდა სუპერმოდელი 16 სექტემბერს, ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში, Burberry-ს ჩვენებაზე გამოჩნდა.
როგორც კადრებიდან ჩანს, მოდელმა სტილი რადიკალურად შეიცვალა და ქერა თმით გააოცა გულშემატკივარი.
ჯერჯერობით უცნობია თმის ახალი ფერი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენებისთვის შეირჩა, თუ თავად მოდელსაც სურს ახალი სტილი მოირგოს. იქამდე კი თვალი გადავავლოთ სხვა სუპერმოდელების შეუდარებელ გამოსვლას, რომელთა შორისაც ირინა შეიკი და დები ჰადიდებიც იყვნენ.