ადრიანა ლიმა ყოველთვის გამოირჩევა სტილის განსაკუთრებული შეგრძნებით. სექსუალური კაბები, ცხოვრების სპორტული წესი, ჯანსაღი კვება - ალბათ უპირველეს ყოვლისა, ამ ყველაფერთან შეიძლება მისი სახელის გაიგივება, თუმცა როგორც გაირკვა, ის საკმაოდ შორს დგას თანამედროვე მოდური ტენდენციებისგან და ამისთვის განსაკუთრებული მიზეზიც აქვს.
Extra-სთან ინტერვიუში, 38 წლის სუპერმოდელმა აღნიშნა, რომ ისურვებდა 90-იანი წლების მოდა აღარასდროს დაბრუნებულიყო.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ჰიტებად უამრავი ძველებური ტენდენცია იქცა, რაზეც მოდელმა გაიღიმა და დაწვრილებით ახსნა საკუთარი პოზიცია.
"იცით, ეს აწეული ბიკინი და ყველაფერი სხვა, რაც მაღალწელიანთან ასოცირდება.. მე მათ სექსუალურად ვერ აღვიქვამ და მეტიც, მგონია რომ საშინლად გამოიყურება და მაპატიეთ, მათ არასდროს ვხმარობ. ასეთი შარვლები, მოკლე ტოპები, დაწნული თმა - ეს ყველაფერი მოდიდან უნდა გადავიდეს!," - აღნიშნა მან.