ტანსაცმლის ქართული ბრენდი RUSUDAN-ი ორ წელზე მეტია რაც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა და ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და საზოგადოების ნდობა. როგორც ბრენდის დამფუძნებელმა რუსა გელაშვილმა OK!-თან საუბრისას აღნიშნა მისი ბავშვობის ოცნება იყო საკუთარი ბრენდის დაარსება 2017 წლის ივლისში ეს ოცნება აისრულა.
OK! ქართული ბრენდის RUSUDAN-ის დამფუძნებელს რუსა გელაშვილს ესაუბრა.
როდის დააარსეთ ბრენდი RUSUDAN-ი და საიდან გაჩნდა იდეა?
ეს ის შემთხვევაა როდესაც მთელი ცხოვრება რაღაცისკენ მიილტვი, სულ ღრმა ბავშვობიდან იყო ჩემში ეს ფიქრები და მიზნები. სამხატვრო აკადემია დავამთავრე თბილისში, სადაც მყავდა შესანიშნავი ლექტორები. შემდგომ საცხოვრებლად მოსკოვში გადავედი ოჯახთან ერთად, იქ ვმუშაობდი როგორც მხატვარი, დეკორატორი, დიზაინერი... თუმცა ყოველთვის გვინდოდა რომ დავბრუნებულიყავით სამშობლოში და აქ აღმეზარდა შვილები. 2016 წელს ჩამოვედით დასასვენებლად და შემთხვევით მოვკარი ყური "აწარმოე საქართველოში"-ს პროექტების შესახებ და ბევრი არც მიფიქრია ისე ავკრიფე ტექსტი, პასუხმაც არ დააყოვა რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ მათი. ამ პროექტის წყალობით ჩემს ოცნებებს ხორცი შევასხი.
ძირითადად რა სტილის სამოსზე მუშაობთ?
ვქმნით ნებისმიერი სტილის სამოსს, გვყავს სხვადასხვა ასაკის მომხმარებელი, თუმცა უპირატეობას დახვეწილ, ელეგანტურ სტილს ვანიჭებთ.
რა არის თქვენი ოპირატესობა და რა გამოგარჩევთ სხვა ქართული ბრენდებისგან?
ეს არის ყველაზე საინტერესო , რითაც RUSUDAN როგორც ბრენდი ინარჩუნებს ინდივიდუალიზმს და განსაკუთრებულობას, ჩვენ ძირითადად ვიყენებთ "hand made "ტექნოლოგიებს როგორიცაა: ცივი და ცხელი ბატიკის ტექნოლოგიები აბრეშუმზე, ეს საკმაოდ რთული და გრძელი პროცესი გახლავთ ხელით მოხატვის და დამუშავების , რომლის შედეგიც გასაოცრად ჟღერადია. ასევე ვიყენებთ ქვილთის ტექნოლოგიას და კიდევ სხვა მრავალს ...
ხარისხზეც რომ ვისაუბროთ
ხარისხი - ეს არის ნომერ პირველი. ჩვენ ვიყენებთ ყველა თანამედროვე აპარატურას და რაც მთავარია ცოდნას, რომ ნაწარმის საბოლოო სახე იყოს მომხმარებლისათვის, როგორც ლამაზი ასევე კომფორტული და მაღალი ხარისხის.
ფასები რამდენად ხელმისაწვდომია?
ჩვენ გვაქვს ხელმისაწვდომი ფასები გარკვეულ ნაწარმზე და ასევე გვაქვს ზრდადი ფასები იმის მიხედვით თუ როგორი ტექნოლოგიით და რა სირთულითაა დამუშავებული ესა თუ ის ნაწარმი.
რა არის თქვენი ინსპორაცია, ის რაც გეხმარებათ სამოსის შექმნაში?
ჩემი სახელოსნო ამჟად ქალაქგარეთ მდებარეობს, რატომღაც ძალიან დავიღალე დიდი ქალაქების ხმაურით და თავს კომფორტულად მშვიდ გარემოში ვგრძნობ, ბუნებასთან ახლოს ყოფნა , მრავალფეროვანი ლიტერატურა, და ისეთი ადგილების აღმოჩენა რომელშიც იგრძნობა ქართული სული - აი ესაა ჩემი ინსპირაციის წყარო.
რა გეგმები გავთ სამომავლოდ
აუცილებლად ვაპირებთ საკუთარი მაღაზიის გახსნას, შოურუმებში მონაწილეობას , როგორც აქ ასევე საზღვრებს მიღმა და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტის სწავლას და განვითარებას.