როცა საქმე ცნობილი ვარსკვლავების ჩაცმულობას ეხება, ყველა რატომღაც დარწმუნებულია რომ ისინი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდება და შოუბიზნესის წარმომადგენლები ამას ამაყადაც უსვამენ ხოლმე ხაზს. ამჯერად ამავე განხილვის საგანი ირინა შეიკიც გახდა, რომელიც გასულ დღეს BAZAAR ICONS - ის წვეულებაზე გამოჩნდა.
მოდელი შავი ორეულით გამოჩნდა, რომელიც H&M-ის ექსკუზიური კოლექციიდან გახლდათ და ქვედაბოლოს ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ 60$-ია. ამ ყველაფერში მთავარი ის არის, რომ კოლექცია მარტივად გადამუშავებადი მატერიისგან შეიქმნა და ბრენდმა ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ მიდგომებს გლობალურ საკითხებზე.
კოლექცია გაყიდვაში 26 სექტემბრიდან გამოვა და სუპერმოდელის ნაბიჯით შთაგონებულ გულშემატკივარს მისაღებ ფასად შეეძლება სასურველი სამოსის შეძენა.