პიტერ ლინდბერგი Vogue-ის ოჯახის ოფიციალური წევრი 1988 წელს გახდა, როცა ანა ვინტურმა თავისი პირველი გამოცემის გადასაღებად მიიწვია. მაშინ ყდაზე მიქაელა ბერკა მოხვდა, მოდელი ისრაელიდან. ორი წლის შემდეგ კი British Vogue-ის ცნობილი გარეკანი გადაიღო, რომლის წყალობითაც ლინდა ევანგელისტა, ტატიანა პატიცი, ნაომი კემპბელი, კრისტი ტარლინგტონი და სინდი კროუფორდი სუპერმოდელები გახდნენ.


ამის შემდეგ, ლინდბერგმა Vogue-ს ბევრი ყდა შექმნა მსოფლიოს მასშტაბით. წელს, ესპანური გამოცემისთვის მის ფოტოობიექტივში პენელოპე კრუსი მოხვდა, არაბულისთვის ჯიჯი ჰადიდი, გერმანულისთვის კი ვიტორია ჩერეტი.

ის ასევე არჩეული იყო ბრიტანული Vogue-ს იმ ნომრისთვის, რომელზეც რედაქციასთან ჰერცოგინია მეგან მარკლი თანამშრომლობდა. ამისთვის პიტერმა 15 სხვადასხვა პროფესიის და ასაკის გმირი აირჩია.

გავიხსენოთ მისი საუკეთესო ნამუშევრები:
გერმანული 2012, ამერიკული 2011


ბრიტანული 1989, გერმანული 2019


ბრიტანული 1990, იტალიური 2016


ამერიკული 2011, გერმანული 2017


გერმანული 2017, ბრიტანული 1989


იტალიური 2016


იტალიური 2017 - 2012


ბრიტანული 1992 - 1987







