თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმ ქართველ მოდელებს შორის, რომლებიც ხშირად თანამშრომლობენ საერთაშორისო ბრენდებსა თუ გამოცემებთან. 20 წლის მოდელი ამჯერად ავსტრალიური გამოცემის Wish-ის სექტემბრის ნომრის გარეკანს ამშენებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გამოცემის ძირითადი აქცენტი მოდა და მოგზაურობაა, სექტემბერში კი, მთავარი თემა იტალიაში მოგზაურობა იქნება, შესაბამისად, მკითხველი ჟურნალში ქვეყნის მთავარ ტურისტულ დანიშნულების ადგილებში იმოგზაურებს.
აღსანიშნავია, რომ ფოტოსესიიდან ჯერ მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული ფოტოები ვვრცელდება, იქამდე კი, სანამ ყველა დანარჩენი იქნება ხელმისაწვდომი, შეგვიძლია იმ კადრებით დავტკბეთ, რომლებსაც ქართველი ლამაზმანი სოციალური ქსელებით ყოველდღიურად გვიზიარებს.