45 წლის ბრიტანელი დიზაინერი - ვიქტორია ბექჰემი ამჯერად კიდევ ერთხელ მოხვდა უარყოფითად განწყობილი საზოგადოების სამიზნე. ყოფილმა მომღერალმა ინსტაგრამის მეშვეობით საკუთარი ბრენდის უახლესი კოლექციის საიმიჯო ფოტოები გამოაქვეყნა და მიუხედავად ათასობით ადამიანის მოწონებისა, მაინც გამოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც დიზაინერი გააკრიტიკეს.
საქმე იმაშია, რომ ამ უწყინარ ფოტოებში ზედმეტად გამხდარი გოგონები ფიგურირებენ და თანაც მაშინ, როცა მსოფლიო დღეს ისე, როგორც არასდროს იბრძვის რომ ქალების აღნაგობისადმი საზოგადოების ერთგვარი სოციალური დაკვეთა უკან მოვიტოვოთ.
ფოტოებს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ ვიქტორია საკუთარ სამოსს ნებისმიერი აღნაგობის ქალბატონისთვის შექმნიდა და არ გაუწევდა პროპაგანდას არაჯანსაღი ცხოვრების წესს.
მიუხედავად დიდი გამოხმაურებისა, ამ თემის გარშემო ვიქტორიას კომენტარი არ გაუკეთებია და უყურადღებოდ დატოვა ის ადამიანებიც, რომლებიც ითხოვდნენ მისგან პასუხს იმაზე, თუ რამდენად უნდოდა ასეთი მომავალი მას საკუთარივე ქალიშვილისთვის.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვიქტორია მსგავს კონტენტში ჩნდება, აქამდე მისი დიზაინისთვის ინკლუზიური ხასიათის მიცემის აუცილებლობას ხაზი თავად სასექსის ჰერცოგინიის - მეგან მარკლის კომენტარმაც გაუსვა ხაზი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ეს სამოსი თავად მისი აღნაგობის ქალისთვისაც კი მიუწვდომელი იყო და ერთადერთი რისი მორგებაც დიზაინერის კოლექციიიდან შეძლო, მხოლოდ და მხოლოდ მაღალყელიანი ჩექმაა, რომელმაც მათ შორის ჩამოყალიბებულ საეჭვო დამოკიდებულებას საბოლოოდ გადაუსვა ხაზი.