„თუ ადამინები მამაკაცებთან მსგავსების გამო გაგაკრიტიკებენ, ყურადღებას უბრალოდ ნუ მიაქცევთ“ - გვირჩევს Vogue. მოდის ყოველწლიური ტრენდები პოპულარიზაციას უწევენ თავისუფალ ნაკეცებს და ქალებს მოუწოდებენ თამამად ატარონ ისინი. ყველასთვის ცნობილია, რომ ოდესღაც მსგავსი იმიჯი მხოლოდ მამაკაცის დამახასიათებლად აღიქმებოდა.
პოლ პუარეს და კოკო შანელის შემოქმედების მიუხედვად, 1940-იან წლებში ქალი მამაკაცის სამოსში ჯერ კიდევ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან ასოცირდებოდა. სიტუაციის შეცვლა თამამა მოდის მიმდევრებმა შეძლეს. მარლენ დიტრიხი შარვალ-კოსტიუმში ჩნდებოდა, რომელიც შემდეგ მისი საფირმო სტილი გახდა. ის იმ ეპოზაში ქალისთვის დამახასიათებელ არატიპურ სამოსს ატარებდა - სმოკინგს. ნელ-ნელა მამაკაცის ნივთები მოდაში შემოვიდა.

ქეთრინ ჰეპბერნმა ასევე უარი თქვა ქალურ კაბებსა და ქვედაბოლოებზე და საკუთარი სტილის ერთგული დარჩა. მისი სიყვარული ჯინსების, მაღალწელიანი შარვლების, მამაკაცის პერანგების და დიდი პალტოების მიმართ - მოდაში რევოლუცია გახდა.

სწორედ მსგავსი საკულტო პიროვნებების სითამამის წყალობით, რომლებსაც არ შეეშინდათ სტერეოტიპების დამსვრევის, ქალის გარდერობში მამაკაცის სამოსიც დამკვიდრდა. ნელ-ნელა მამაკაცის სტილი ქალურში ადაპტირდა და დღეს მრავალფეროვან ასახვას ჰპოვებს.

კატრინ დენევიდან კონორამდე გავიხსენოთ ანდროგენული სტილის მთავარი წარმომადგენლები:

ლორენ ბეკოლი, 1943

კატრინ დენევი, 1966

ტვიგი, 1967

მია ფეროუ, 1971

პატი სმიტი, 1976

დაიან კიტონი, 1977

ჯეინ ფონდა, 1978

ბიანკა ჯაგერი, 1979

გრეის ჯონსი, 1981

შინეიდ ო კონორი, 1988






