WeAr-E-ვიარ - ახალი ქართული ბრენდია, რომელიც ორი თვის წინ გამოჩნდა ბაზარზე და მომხმარებელს ხის ჩანთებსა დასაყურეებს სთავაზობს. ბრენდზე და-ძმა ნათია და მახო პაკელიანები მუშაობენ და ქმნიანინდივიდუალურ დაორიგინალურ აქესუარებს. ბრენდის მთავარი მიზანი კი ის არის, რომ წარმოდგენილი პროდუქცია ყველასათვის ხელმისაწვდომი და სასურველი იყოს, სწორედ ამიტომ მომხმარებლებს მრავალფეროვან კოლექციასა და მუდმივ სიახლეებს სთავაზობენ.
OK! Magazine Georgia WeAr-E-ვიარ-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს ნათია პაკელიანს ესაუბრა:
როდის გაგიჩნდათ იდეა დაგეარსებინათ საკუთარი ბრენდი?
იდეა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გამიჩნდა, რადგან სულ მინდოდა ქართველი დიზაინერების შექმნილი სამოსი ან აქსესუარები შემეძინა. მეთვითონაც ძალიან მაინტერესებდა ყველაფერი, რაც ხელსაქმეს უკავშირდებოდა და გადავწყვიტე გამეკეთებინა საკუთარი ბრენდი, სადაც თავად შევქმნიდი ჩანთებს და აქსესუარებს.
ვისთან ერთად მუშაობთ ჩანთებზე?
უკვე ორი თვეა დავიწყე საქმიანობა ჩემს ძმასთან ერთად. თავდაპირველად ერთ ჩანთაზე ორი კვირა ვმუშაობდით. შედეგი რომ მოგვეწონა, გავაკეთეთ რამდენიმე მოდელი. გაყიდვები საკმაოდ მალე დაიწყო და ჩვენც შევისწავლეთ მუშაობის სპეციფიკა და დღეში უკვე 10 ჩანთასაც ვამზადებთ.
ძირითადად რა მასალაზე და როგორ დიზაინზე მუშაობთ?
დიზაინზე ბევრი ვიფიქრეთ. ხის ჩანთებს ძალიან ბევრი აკეთებს საქართველოში. ზოგი ტყავს იყენებს, ზოგიც ნაჭერს, ფაქტობრივად სრულ ხეზე არავინ მუშაობს. ბევრი მოდელი ვნახეთ ასევე არაქართული, სადაც სხვა მასალისგან ამზადებენ პროდუქციას, ვიფიქრე ჩვენი ბრენდის ჩანთების მოდელიც ამ მიმართულებით წაგვეყვანა ოღონდ გამოგვეყენებინა მხოლოდ ხე. ამ ყველაფერს კი ჩემი მეგობრის ხის საწარმოში ვამზადებთ, სადაც სპეციალური დანადგარით იჭრება ზომები და ფორმები, საბოლოო დეტალებს კი ჩვენი ხელით ვაკეთებთ.
ჩანთებს ვფუთავთ სპეციალურ ქაღალდში, რომელიც არი ბრენდირებულად დაბეჭდილი. ეს განსაკუთრებით მათთვის არის კომფორტული, ვისაც სასაჩუქრედ სურს ჩანთის შეძენა.
რამდენად კომფორტული და მოსახერხებელია ჩანთები?
მოსახერხებელია, თუმცა უფრო მეტად „გასაპრანჭია“ ვიდრე ყოველდღიურად სატარებელი. ზაფხულს განსაკუთრებით უხდება და ალამაზებს ნებისმიერ ლუქს.
ხარისხზე რომ გვესაუბროთ.
პროდუქცია ძალიან ხარისხიანია და კიდევ უფრო ვხვეწავთ ეტაპობრივად. თითოეული მასალა, რომელსაც ვიყენებთ ასევე მაღალი ხარისხისაა, ხოლო საღებავები არ არის მომწამვლელი.
სად შეუძლია მომხმარებელს WeAr-E-ვიარ-ის ჩანთების შეძენა?
ჩვენი ჩათები განთავსებულია CO.MODE-ში, Imperial Boutique-ში და ბილტმორის შოურუმში. ასევე მომხმარებლებს შეუძლიათ ჩანთები ონლაინ შეუკვეთონ Facebook-ის მეშვეობით, სადაც საკმაოდ მისაღებ ფასად შეიძენენ.
სამომავლოდ რა გეგემები გაქვთ?
თავდაპირველად ვმუშაობდით შავზე, თეთრზე და ხისფერზე. ახლა კი დავამატეთ კიდევ სამი ფერი და სამი დიზაინი.მომხმარებელს შეუძლია საკუთარი დიზაინი და ფერიც შეგვიკვეთოს. გარდა იმისა, რომ ვაკეთებთ ჩანთებს და საყურეებს,ახლო მომავალში დავამატებთ სამაჯურებს და ფერად ტომსიკებს ჩანთებისთვის.ჩვენი მიზანია, რომ პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი და სასურველი იყოს, ამიტომ ვგეგმავთ, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი კოლექცია.