ყველასათვის ცნობილმა ტანსაცმლის ბრენდმა Balenciaga-მ შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია წარადგინა. დემნა გვასალიამ ამჯერად ახალი ორიგინალური კამპანია შემოგვთავაზა და Balenciaga-ს მოდელები მეორე ნახევრებთან ერთად პარიზის სხვადასხვა უბანში აპოზიორა. რეალურმა წყვილებმა, ლამაზი ტანისამოსით, მართლაც შთამბეჭდავი და ორიგინალური კამპანიის ფარგლებში, უკვე მიიქციეს საზოგადოების ყურადღება.