მგონია, რომ მოდას ყველა ადამიანი თვითონ ქმნის − საკუთარი ჩაცმულობითა და მიმზიდველი შესახედაობით. მთავარი ის კი არ არის, გეცვას თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი ძალიან ძვირადღირებული სამოსი მოდის ცნობილი სახლიდან, არამედ ის, რომ შენ ყველაზე კომფორტულად გრძნობდე თავს იმ ტანსაცმელში, რომელიც გაცვია. მგონია, რომ სამოსი ხშირად ადამიანის შინაგან განწყობასა და დამოკიდებულებას გამოხატავს სამყაროს მიმართ. შესაბამისად, შეუძლებელია ყველა ადამიანს უხდებოდეს ერთნაირი სტილი.
მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ სად მიდიხართ − წვეულებაზე, ლექციებზე, სამოგზაუროდ თუ უბრალოდ, სასეირნოდ. მთავარია, გეცვათ ის, რაც თქვენია და თქვენს შინაგან სამყაროს გამოხატავს. განსხვავებულია ისტორია, რომელზეც ახლა უნდა მოგიყვეთ. იდეა მიწიდან დაახლოებით 9 000 კილომეტრის დაშორებით გაუჩნდათ Soul of Nomad-ის დამფუძნებლებს − NAZYM PALTACHEV-სა და NARGIZ MASHURI-ს. ვრცლად ბრენდის შესახებ ჩვენს ინტერვიუში წაიკითხავთ:
ერთ დღეს...
მიწიდან 30 000 ფუტის სიმაღლეზე, თვითმფრინავში დაგვებადა იდეა, შეგვექმნა ძვირადღირებული, მოდური ბრენდი, რომელიც იქნებოდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მუდმივად უწევთ ფრენა და სურთ, რომ ყოველთვის გამოიყურებოდნენ ძალიან კარგად. ამავდროულად, სამოსი უნდა ყოფილიყო ძალიან პრაქტიკული და მაღალი ხარისხის − თანამედროვე მოდის ტენდენციების შესაბამისი.
და შევქმენით ბრენდი...
შთაგონებული თანამედროვე, წარმატებული მამაკაცისა და წარმატებული ქალის ცხოვრებით, რომლებიც წარმატებულები არიან თავიანთ სფეროში და ხშირად უწევთ მივლინებებში ყოფნა. პირველი სამოსი, რომელიც შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებელს, იყო ინიციალებიანი ჯინსი, როგორც ერთგვარი ხსოვნა ჩრდილოეთ კალიფორნიის, სადაც 1800-იან წლებში შეიქმნა ასეთი სამოსი. ამის შემდეგ შევქმენით მაღალი ხარისხის, ტყავის ძვირადღირებული სამოგზაურო ჩანთები და აქსესუარები. მიზეზი კი ისევ და ისევ იყო ის, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს, შეგვექმნა მეტი კომფორტი.
ბრენდით გვსურდა...
გაგვეერთიანებინა ჯგუფი იმ ადამიანებისა, რომელთათვისაც შეუძლებელი არაფერია და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავიანთი კვალი დატოვონ ცხოვრებაში და ისტორიაშიც დიდი ასოებით ჩაეწერონ. ეს არიან ქალები, რომლებსაც მამაკაცებისთვისაც აქვთ თავიანთი მისია − კულტურულ, მეცნიერულ, ტექნოლოგიურ ხედვასა და პროფესიულ უნარებზე დაფუძნებული. სწორედ ამ ხედვის მატარებელია ჩვენი უნიკალური კლუბიც.
Soul of Nomad ნიშნავს...
საკუთარ თავში მოგზაურობას. ყველა ადამიანში არსებობს მომთაბარე ადამიანის სული. მუდმივი მოძრაობა, საკუთარი თავის ძიება, მომთაბარეობა დამახასიათებელი იყო ჩვენი წინაპრებისთვის და მიგვაჩნია, რომ ეს დღესაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავის შესაცნობად. ჩვენი ბრენდი სწორედ ამ ძველი და ახალი კულტურისა და მსოფლმხედველობის შერწყმაა. ამდენი ფრენის განმავლობაში შევნიშნეთ, რომ სწორედ მოგზაურობის პერიოდში ვივსებოდით ყველაზე დიდი ენერგიითა და ამბიციური მიზნებით. აი, ასეთია დღეს თანამედროვე მომთაბარე ადამიანი − თამამი და ამბიციური, რომელიც აღწევს ყველა თავის მიზანს და იპყრობს მწვერვალებს.
მიზნები...
გვინდა გავხდეთ გლობალური მოდის სახლი მოდის ინდუსტრიის რუკაზე. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მაღალი დონის ცხოვრების წესის კოლექციებზე − როგორც ბიზნეს, ასევე ტრივიალური მოგზაურობის დროს. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლასა და განვითარებას, ვამაყობთ თითოეული პროდუქტით. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი ბრენდი არის ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ მტკიცე ბუნება და არიან თავდაჯერებულნი თავიანთ გადაწყვეტილებებში. სწორედ ასეთი მტკიცე ნაბიჯებით ვაპირებთ სიარულს მოდის სამყაროში და ჩვენი ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.
არსებობს რაიმე სახის დეტალი, რომელიც ახასიათებს კონკრეტულად თქვენს ბრენდს?
უპირველესად, ის ფილოსოფია, რომელიც ბრენდს უდევს საფუძვლად − იმოგზაურეთ საკუთარ თავში. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, უნდა აღვნიშნოთ ჩვენი ლოგო და მოოქროვილი ვარდები ჯინსებზე.
გიფიქრიათ როგორი იქნებოდა თქვენი ბრენდი, ადამიანი რომ ყოფილიყო?
სამი ადამიანის: ლებრონ ჯეიმსის, ილონ მასკისა და ეშტონ კაჩერის დიდებული კომბინაცია. შრომისმოყვარე, დაუღალავი, დიდი ენერგიის მატარებელი ადამიანი, მომავლის თვალითა და გლობალურ სივრცეში ინოვაციაზე ორიენტირებული მსოფლმხედველობით.
გეგმავთ საქართველოს ბაზრის ათვისებას?
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი, სტეფან რაბიმოვი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას 2019 წლის ნოემბერში, Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პირველი მოგზაურობა საქართველოში და ვფიქრობთ, სტეფანი საინტერესო შემოთავაზებით დაგვიბრუნდება. ძალიან გვინდა და დიდი იმედი გვაქვს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა იქნება ლამაზი ისტორიის დასაწყისი, რომელსაც ერთად დავწერთ თანამედროვე „მომთაბარეზე“− საქართველოში.