ზაფხულის არდადეგებს ყველა ელოდება. თბილი კლიმატი, სუფთა ზღვა, ტბა თუ მდინარე, ცხელი ქვიშა ყველაზე დაუვიწყარ მოგონებებს გვჩუქნის და მთელი წლის დაღლილობას გვაშორებს. ავედევნოთ სუპერმოდელებს და გავიგოთ, რომელ ადგილებს მიანიჭეს უპირატესობა ამჯერად.
ემილი რატაკოვსკი
მაიორკაზე
ამ ზაფხულს მოდელმა არჩევანი ესპანეთის ულამაზეს კუნძულ მაიორკაზე შეაჩერა. ემილი ესტუმრა ქალაქ პალმას და მთებს, შემდეგ დასვენება სანაპიროს პირას განაგრძო.
#2 ელსა ჰოსკი
სტამბული
შვედმა სუპერმოდელმა მდიდრული სასტუმრო Ritz-Carlton აირჩია, რომლიდანაც ბოსფორის სრუტეზე შესანიშნავი ხედი იშლება.
ალესანდრა ამბროსიო
იბიცა
ეს ადგილი ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს. აქ ისიამოვნებთ ხმაურიანი წვეულებებითაც და მშვიდი სანაპიროებითაც. ბრაზილიელმა სუპერმოდელმა ამ ზაფხულს არჩევანი სწორედ ამ მზიან კუნძულზე გააკეთა.
იზაბელ გულარი
მიკინოსი
ბერძნული კურორტის გულშემატკივარი სუპერმოდელი აქაურობას პრაქტიკულად ყოველ ზაფხულს სტუმრობს. იზაბელს მიკინოსზე საკუთარი სახლი აქვს.
როზი ჰანტინგტონი
კაპრი
როზი ქმართან, ჯეისონ სტეტჰემთან და ვაჟიშვილთან ერთად ამ კუნძულს ეწვია. სუპერმოდელი ლაჟვარდოვან სანაპიროზე იახტით სეირნობს და ირუჯება.
ჟასმინ ტუკსი
ეგვიპტე
ამერიკელ ტოპ-მოდელს ცხელი კლიმატი არ აშინებს. ჟასმინმა მოგზაურობა ეგვიპტურ პირამიდებს შორის დაგეგმა და კენიასაც ესტუმრა.