ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, რომელიც ყველაფერს უძღვება
Pierrot Le Fou-ის მფლობელი, არქიტექტორი და 4 შვილის დედა ლენკა ციციშვილი არაერთხელ მოექცა ქართველი და უცხოელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამჯერად OK! ლენკას შოურუმში ეწვია, რათა უკეთ გაგვაცნოს თავი და რამდენიმე რჩევაც მოგვცეს პლაჟის Look-ის ასარჩევად.
რა პრინციპებს ექვემდებარება თქვენთვის ცხოვრების სტილი?
ძალიან ბევრს ვმუშაობ, ბევრი შვილი მყავს, არქიტეტორი ვარ და პარალელურად, მაქვს შოურუმი. შესაბამისად, მაქვს ძალიან დატვირთული ცხოვრების სტილი. მიყვარს მოგზაურობა, მეგობრებთან ერთად გართობა და ყველანაირად ვცდილობ ყველაფრისთვის გამოვნახო დრო.
როგორ უვლით თავს? რომელ საშუალებებს მიმართავთ იმისათვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყოთ?
სახის მოვლას რაც შეეხება, მუდმივად ვცვლი პროდუქტებს, ასევე ვვარჯიშობ, თუმცა სისტემატურად არა. ვჯირითობ ცხენით, ვსეირნობ ველოსიპედით, ვცურავ, ასევე ვაკეთებ სინდი კროუფორდის ვარჯიშებს ჰანტელებით და ამ ყველაფრის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრს დავდივარ.
რა არის თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი?
ჯანსაღი ცხოვრება ჩემთვის კარგ განწყობასთან და ხასიათთან ასოცირდება. კვებას რაც შეეხება, ვცდილობ ჯანსაღი საკვები მივიღო, თუმცა ჩემი ყოველდღიური გრაფიკიდან გამომდინარე, ამას ვერ ვახერხებ.
რა არის თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება?
მეგობრებთან ერთად ცეკვა.
გაგვიზიარეთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რუტინა...
დილით ძალიან ადრე ვიღვიძებ, შემდეგ მივირთმევ ყავას და ვათვალიერებ სიახლეებს. ამის შემდგომი პერიოდი კი ყოველდღიურად განსხვავებულია.
ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
არ მაქვს გამოკვეთილი სტილი, ვცდილობ ყველაფერი მოვირგო და ვიცვამ იმას, რაც მომიხდება. ასევე ძალიან მიყვარს აქსესუარები.
როგორია თქვენი ერთი დღის Look-ი პლაჟზე გასასვლელად?
პლაჟზე გასასვლელად ჩემი ერთი დღის Look-ი ასეთია: Yohji Yamamoto-ს საცურაო კოსტიუმი Chanel-ის ქამართან ერთად. Jacquemus-ის შლაპა, რომელიც ძალიან ტრენდული და მოდურია ამ სეზონზე. Pierre Hardy-ის სანდლები და Hugo Mata-ს ჩანთა, რომელიც ძალიან ტევადია და პლაჟს საოცრად უხდება.
რომელი ფერები ჭარბობს თქვენს გარდერობში და შოურუმში?
შავი და თეთრი ჭარბობს, თუმცა ფერადი სამოსიც ძალიან მიყვარს.
რა არის თქვენი ცხოვრების ინსპირაცია?
ჩემი ინსპირაციაა ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, რომელიც ყველაფერს უძღვება.